• 9 Jan, 2020

საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია (OSHE GEORGIA) აცხადებს მიღებას ტრენინგზე "ელექტროუსაფრთხოება"  თბილისში.

 

მოდულის მიზანი

ელექტრული დენით დაზაინებისაგან დაცვის თანამედროვე საშუალებების შესწავლა და მათი პრაქტიკაში გამოყენებისთვის უნარ-ჩვევების გამომუშავება.

 

მსმენელი მიიღებს ცოდნას ელექტროტრამვების შემთხვევაში პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის და ელექტრომოწყობილობების სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე; მსმენელს შეეძლება ელექტრული დენის ზემოქმედებისაგან კოლექტიური დაცვის საშუალებების: დამცავი ჩამიწების, დამცავი ჩანულების და დამცავი ამორთვის  საშუალებების შერჩევა, მონტაჟი და სწორი ექსპლუატაცია; შეეძლება  მოქმედ ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის ორგანიზება;

 

ელექტროუსაფრთხოების კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მიიღოს ელექტროტექნიკური პერსონალის ელექტროუსაფრთხოების მე-2 და მე-3 ჯგუფის პერსონალისთვის საჭირო ცოდნა და უნარები.

 

შენიშვნა: აღნიშნული კურსი არ წარმოადგენს სერტიფიცირების ორგანოს მიერ გაცემულ სერტიფიკატს მე-4 და მე-5 ჯგუფის პერსონალისთვის.

 

პროგრამის თემატიკა

 

  • ელექტროუსაფრთხოების საერთო საკითხები, ტერმინები და განმარტებები, ელექტრული დენის ზემოქმედება ადამიანზე; სხვადასხვა სახის ელექტრული ქსელების ანალიზი; დაცვის საშუალებები ელექტრომიწყობილობებში, დამცავი საშუალებების კლასიფიკაცია.
  • ელექტრული დენით დაზიანების ხარისხის შეფასება, ელექტროუსაფრთხოების ანალიზი ცვლადი დენის ქსელში (1000 ვოლტ ძაბვამდე)
  • ელექტრული დენით დაზიანების ხარისხის შეფასება, ელექტროუსაფრთხოების ანალიზი ცვლადი დენის ქსელში (1000 ვოლტ ძაბვამდე)
  • ელექტრული დენით დაზიანების ხარისხის შეფასება, ელექტროუსაფრთხოების ანალიზი ცვლადი დენის ქსელში (1000 ვოლტ ძაბვამდე)
  • დამცავი ამორთვა. დამცავი ამორთვის მოწყობილობის გამოყენების აუცილებელი შემთხვევები.  ორმაგი იზოლაციის, ქსელების დამცავი გაყოფის და მცირე ძაბვების გამოყენება.
  • დიფერენციალური დამცავი ავტომატების, გაჟონვის დენზე მომუშავე დამცავი ავტომატების, მარკირება, კლასები, პარამეტრები.
  • უსაფრთხოების ტექნიკა ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას.  ელექტროუსაფრთხოების წესები 1000 ვოლტამდე და 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის ელექტროდანადგარებზე მუშაობისას.
  • ელექტროდამცავი საშუალებები.
  • უსაფრთხოების მოთხოვნა გაზომვების, გამოცდების და ელექტროდანადგარების ექსპლუატაციაში მიღებისას. გადასატანი ელექტროდანადგარების ელექტროუსაფრთხოების უზრუნველყოფის თავისებურებანი.
  • უსაფრთხოების პლაკატები, დანიშნულება, გამოყენება.

 

 

ტრენინგს წარუძღვება მოწვეული ექსპერტი - პროფესორი მაია კონჯარია.

 

 

სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დისტანციური სწავლება პრაქტიკული სწავლების ადგილზე ორგანიზებით.

 

 

მოდულის დატვირთვა:

 

20  საათი, მათ შორის:

  • თეორია - 10 საათი
  • პრაქტიკული მეცადინეობა (აუდიტორიული) – 10 საათი

 

 

ტრენინგის დასაწყისი: 

თბილისი - 17 თებერვალი

 

 

ქ. თბილისში, მისამართზე: მ.გორკის N11;

 

 

ტრენინგის ღირებულება -  280 ლარი.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო ნომრები:  577 226 406

e-mail: consultant@oshe.ge

 

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს