საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის (OSHE Georgia) შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის ხელშეწყობის პროექტი"

 

შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის ხელშეწყობის პროექტის მიზანია:

  • „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად ორგანიზაციების დახმარება;
  • კომპანიებისათვის საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
  • კომპანიებისათვის საჭირო შრომის უსაფრთხოების შიდა მარეგლამენტირებელი დოკუმენტაციების შემუშავებაში დახმარების გაწევა;
  • კომპანიების მენეჯმენტის წარმომადგენლებისათვის ახალი რეგუალციების გაცნობა და ცნობიერების ამაღლება;
  • ასოციაციის რეკომენდაციების, სიტუაციური რჩევებისა და ახალი რეგულაციების გამოყენების შესახებ პრაქტიკის გამოქვეყნება.

 

საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანია შრომის უსაფრთხოების მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ორგანიზაციებში უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა.

 

პროექტის ფარგლებში:

 

1. კომპანიები შეირჩევა, სამშენებლო სექტორიდან, სასტუმროებიდან, სხვადასხვა პროდუქტების მწარმოებელი კომპანიებიდან, საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან, სავაჭრო სექტორიდან, აგრარული სფეროდან.

 

2. შერჩეულ კომპანიებში შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის მიზნით შეიქმნება შემდეგი დოკუმენტაცია:

  • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა;
  • შრომის უსაფრთხოების წესები;
  • შრომის უსაფრთხოების სამსახურის/მენეჯერის დებულება;
  • უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვა-რეგისტრაციის წესი;
  • ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების გეგმები;
  • გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციები.

 

3. კომპანიების მენეჯმენტისთვის ჩატარდება 2 დღიანი ტრენინგები ახალი რეგულაციების, ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების მარეგლამენტირებელი დოკუმენტებისა და შრომის უსაფრთხოების სისტების მართვის საკითხებზე.

 

პროექტის მე-2 ფაზა ახლა უკვე აჭარის რეგიონში იწყება. 

 

პროგრამაში ჩართული კომპანიებისთვის ზემოთ აღნიშნული ღონისძიებები (მათ შორის დოკუმენტაციის შემუშავება და კომპანიის ხელმძღვანელი პირების ტრენინგი) განხორციელდება უფასოდ.

 

დაინტერესებულმა - პროგრამაში ჩართვის მსურველმა პირებმა გთხოვთ 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

 

შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის პროგრამა

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: info@oshe.ge  oshegeorgia@gmail.com 595 208199; 599 180020.

(+995) 593 564488

info@oshe.ge / consultant@oshe.ge

ქ. თბილისი, გორკის ქუჩა 11