Latest News

ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები

  • 17 Feb, 2020

გამოქვეყნდა ,,ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოების დამტკიცების შესახებ" ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 14 თებერვლის N01-20/ნ ბრძანება.

 

ბრძანება განსაზღვრავს ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველ სამუშაოებს და ამ მიზნით ადგენს ფაქტორებს, აგენტებს და აღწერს სამუშაო პროცესებს, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინონ ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების, ასევე ნაყოფისა და ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე, აგრეთვე მოთხოვნებს ორსული ქალების სამუშაო ადგილების ორგანიზებისადმი.

 

ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები