Latest News

სამუშაო სივრცეში რისკების შეფასების წესი

  • 31 Jan, 2020

გამოქვეყნდა „სამუშაო სივრცეში რისკების შეფასების წესი“, რომელიც განსაზღვრავს რისკების შეფასების მინიმალურ მოთხოვნებს, პროცედურას, პერიოდულობასა და სარეკომენდაციო ფორმებს.

რისკების შეფასებამდე აკრძალულია საფრთხის შემცველი საქმიანობის ან/და დასახული ამოცანის შესრულების დაწყება. მატერიალური სახის იდენტიფიცირებული საფრთხოეები აღბეჭდილ უნდა იქნას ფოტოზე და უნდა დაერთოს რისკების შეფასების დოკუმენტს.

რისკების შეფასების დოკუმენტის გადახედვა/განახლება უნდა მოხდეს იდენტიფიცირებული ახალი საფრთხის, უბედური შემთხვევის, საწარმოო პროცესის ან სამუშაო გარემო პირობების ცვლილების შემთვევებში. გარდა ამისა რისკების შეფასების დოკუმენტის გადახედვა/განახლება უნდა განოხორციელდეს შემდეგი პერიოდულობით:

  • ყოველ 10 დღეში ერთხელ - განსაკუთრებით მაღალი რისკის სექტორებში (მშენებლობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ქიმიური წარმოება);
  • ყოველ 15 დღეში ერთხელ - ძალიან მაღალი რისკის სექტორებში (მძიმე მრეწველობა, კარიერი, ენერგეტიკა, წყალმომარაგება, ნარჩენების მართვა);
  • თვეში ეთხელ - მაღალი რისკის სექტორებში (აგრარული სექტორი, მსუბუქი მრეწველობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი, დასაწყობება);
  • 4 თვეში ერთხელ - საშუალო რისკის სექტორებში (ვაჭრობის სექტორი, მომსახურების სფერო);
  • 6 თვეში ერთხელ - სხვა ყველა სექტორში.

 

სამუშაო სივრცეში რისკის შეფასების წესი